вторник, 31 мая 2011 г.

იუსტიციის სახლი


საქართველოს ეროვნული არქივის თ.ს.უ.–ს ფონდი პირველი სტუდენტებისადმი მიძღვნილი გამოფენა

პრეზენტაცია WEB2.0 წარმატებული მოდელი


BBC NATURE


საქართველოს ეროვნულ არქივის კინოფოტოფონო არქივში დაცული დები იშხნელების ჩანაწერები

საქართველოს ეროვნულ არქივს სიმონ ჯანაშიას პირადი არქივი გადაეცა

პრეზენტაცია, საქართველოს ეროვნული არქივი

archives.gov.ge

среда, 25 мая 2011 г.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ტალინში გამოფენა მიეძღვნება

  
ესტონეთში ქართველთა სათვისტომოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებით 26 მაისს ტალინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკაში გაიხსნება. 


ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 1918-1924 წლებით დათარიღებული წერილობითი და ფოტოდოკუმენტები, რომლებიც ასახავს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების პროცესს, მისი მთავრობის მოღვაწეობას, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.


გამოფენილ მასალებს შორის იქნება: საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული კანონები, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი და მისი აღწერილობა, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი კრების ოქმი, კანონი „საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული არმიის ორგანიზაციის შესახებ“ და სხვა საინტერესო დოკუმენტები.


ფოტოებზე ასახულია დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელები, საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ ზეიმზე სტუმრად მყოფი II ინტერნაციონალის დელეგაცია თბილისში, დამფუძნებელი კრების სხდომა, სახალხო გვარდიელთა ჯგუფი და სხვ., საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 1989-2010 წლებში. თანამედროვე პერიოდის ფოტოები საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტოარქივშია დაცული.
წყარო: www.archives.gov.ge 

пятница, 13 мая 2011 г.

ეროვნულმა არქივმა კერძო კოლექციონერისაგან 700-მდე ფოტონეგატივი შეიძინა




1973 წელი. სოფიკო ჭიაურელი. სცენა სპექტაკლიდან ,,ტალანტები და თაყვანისმცემლები”.
1962 წლის 12 ივნისი. ამერიკის ჯაზ-ორკესტრი ბენი გუდმანის ხელმძღვანელობით, თბილისი.
წყარო–www.archives.gov.ge 


среда, 11 мая 2011 г.

აკადემიკოს ნიკო კეცხოველის ფოტოკოლექცია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულია ცნობილი ქართველი ბოტანიკოსის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ნიკო კეცხოველის (1897-1983) ფოტოკოლექცია, რომლის მიმოხილვა ეროვნული არქივის ფონდებისა და კოლექციების ყოველკვირეული მიმოხილვის ფარგლებში ქვეყნდება.

ეროვნული არქივისათვის 1975 წელს თავად ნიკო კეცხოველის მიერ გადაცემულ ფოტოკოლექციაში დაცულია 1741 ფოტოპოზიტივი, რომელიც გაერთიანებულია 27 ალბომში და მოიცავს 1918-1974 წლების პერიოდს.

ფოტოები ცხადყოფს, რომ ნიკო კეცხოველი ფოტოგრაფიაშიც ისეთივე წარმატებით მოღვაწეობდა, როგორც მეცნიერებასა და მწერლობაში. მის მიერ გადაღებული ფოტოები, ძირითადად, ასახავს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცენარეულ საფარს, ტყეებს, მდელოებს, მთებს, ფერდობებს, ნიადაგის ნიმუშებს. მეცნიერს ამ ფოტოებისაგან თავადვე შეუქმნია ალბომები, რომელიც დღემდე უცვლელი სახით არის შენახული.

ბოტანიკოსისათვის საინტერესო ფოტოების გარდა, ნიკო კეცხოველი იღებდა ისტორიული ძეგლებს, პეიზაჟებს, ქართულ ტიპაჟებს.

ფოტოკოლექციაში მეცნიერის პირადი ცხოვრებისა და შემოქმედების, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენების ამსახველი ფოტოები: ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნა საგურამოსა და ყვარელში, ანდრია რაზმაძის ბიუსტის გახსნა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, თბილისობა და სხვა. კოლექციაში ასევე გვხვდება აკადემიკოსების აკაკი შანიძის, სიმონ ყაუხჩიშვილის, გიორგი წერეთელის, ილია ვეკუას, ნიკო მუსხელიშვილისა და სხვა ცნობილი ადამიანების ფოტოები.

ამავე კოლექციაში დაცულია ქართული ჩუქურთმის ნიმუშების ალბომი, რომელიც ნიკო კეცხოველს 1962 წელს უსახსოვრა მისმა მოსწავლემ შალვა ისაკაძემ.

ფოტოები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
წყარო: www.archives.gov.ge

ეროვნული არქივი „გიგო გაბაშვილი - როგორც ფოტოხელოვანი“ პროექტში მონაწილეობს

გიგო გაბაშვილი



გაზეთ „პრაიმტაიმის“ პროექტის „გიგო გაბაშვილი - როგორც ფოტოხელოვანი“ დღეს შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში დაგეგმილ პრეზენტაციაზე, სხვა ექსპონატებთან ერთად, გამოფენილი იქნება მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები.

დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული, XIX საუკუნის ბოლოს გიგო გაბაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები, რომელზე დაყრდნობითაც მხატვარი თავის უნიკალურ ტილოებს ქმნიდა. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმი გიგო გაბაშვილზე, რომელშიც გამოყენებულია ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტური ფილმი ქართველი მხატვრის შემოქმედებაზე.

ეროვნულ არქივში დაცული, გიგო გაბაშვილთან დაკავშირებული დოკუმენტებიდან გამოფენი იქნება, ასევე: მხატვრის ავტობიოგრაფია (ავტოგრაფი), დოკუმენტები მისთვის სახალხო მხატვრის წოდების მინიჭების შესახებ, 1934 წელს მხატვრის 50 წლის სამხატვრო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენის აფიშა, აჭარაში, ციხისძირში გარდაცვლილი მხატვრის ოთახში არსებული ნივთების აღწერის ოქმი, 1940 წელს გამოცემული საფოსტო ბარათები მხატვრის ნამუშევრების რეპროდუქციით, მხატვართა კავშირში შედგენილი გიგო გაბაშვილის პირადი საქმე, XIX საუკუნის 80-იან და მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფოტოები და სხვ.
 წყარო –www.archives.gov.ge

пятница, 6 мая 2011 г.

საქართველოს ეროვნული არქივის ვებ-გვერდის მიმოხილვა- წვდომა ელექტრონულ ფორმატში გადაყვანილ ობიექტებზე

საქართველოს ეროვნული არქივი დაარსდა 1920 წელს. 2004 წლიდან საქართველოს არქივები იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 2007 წლიდან კი, ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ერვნული არქივი.
 ეროვნულ არქივში არსებული დაწესებულებების საუწყებო თუ პირად არქივებსა და კოლექციებში დაცული მრავალფეროვანი, უნიკალური მასალა აღწერს ქვეყნის კულტურულ, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებას მე-9 საუკუნიდან დღემდე.
კვლევის მიზანია დაადგინოს, თუ რამდენად და რა ხარისხითაა  შესაძლებელი წვდომა ეროვნული არქივის ვებ-გვერდზე განთავსებულ ციფრულ ფორმატში გადაყვანილ ობიექტებზე. რა რაოდენობის ობიექტებია ვებ-გვერდზე განთავსებული და რას გეგმავს ინსტიტუცია იმისთვის, რომ ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ყველა ობიექტი ვებ-გვერდზე იყოს განთავსებული და უზრუნველყოს მათზე თავისუფალი წვდომა.
შეფასების კრიტერიუმები:
·   საქართველოს ეროვნული არქივის მისია

·    სამიზნე აუდიტორია

·   დაფინანსების წყარო

·   ეროვნული არქივის სტრუქტურა

·   რა ობიექტებია დაცული?

·   როგორ ხდება ფონდების შევსება?

·   რა საძიებო ტიპებია გამოყენებული?

·   როგორ უზრუნველყოფს მათზე წვდომას?

·   რა მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს?

·   საქართველოს  ეროვნული არქივის სტრატეგია

·   რამდენად აკმაყოფილებს სამიზნე აუდიტორიის ინტერესებს?

კვლევის მეთოდოლოგიად გამოვიყენებ კონტენტანალიზს.
საქართველოს კანონში, ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესხებ ვკითხულობთ __ “ეროვნული საარქივო ფონდი არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ დოკუმენტების (განურჩევლად მათი მატარებლის სახეობისა) ერთობლიობა, რომლებსაც აქვთ ისტორიული, რელიგიური, მეცნიერული, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ღირებულება. ეროვნულ საარქივო ფონდს აგრეთვე მიეკუთვნება სხვა სახელმწიფოებში დაცული დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად უნდა დაუბრუნდეს ან გადმოეცეს საქართველოს…  ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, ინახება მუდმივად.”
საქართველოს კანონის თანახმად: “ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ” ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა და დაცვა ფინანსდება:
·   სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

·   მესაკუთრის მიერ;

·   საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტებით;

·   შემოწირულებებით;

·   სხვა სახსრებით, რომლებიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს ეროვნული არქივის მისია 
საქართველოს ეროვნული არქივი სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად უზრუნველყოფს საქართველოში საარქივო საქმის მართვას, საქმისწარმოების სრულყოფასა და ეროვნული საარქივო ფონდის განვითარებას.      ეროვნული არქივის ფუნქციაა ეროვნული საარქივო ფონდის შევსება, ფონდში დაცული დოკუმენტების აღწერა და ცენტრალიზებული აღრიცხვა, დოკუმენტების დაცვა შენახვა და რესტავრაცია დაზიანების შემთხვევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტების სადაზღვევო  ფონდის შექმნა, არქივის დოკუმენტებთან კანონით დადგენილი წესების დაცვით თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა. ცენტრალური არქივებისა და სხვა ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაცია ნორმატიული და მეთოდური უზრუნველყოფა. საზღვარგარეთ არსებული  საქართველოს ისტორიის ამსახველი დოკუმენტების მოპოვება და მათი დედანის ან პირების შესყიდვა, ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლების აღრიცხვა ,დაცვა, შენახვა და ზედამხედველობა.
არქივი მეთვალყურეობას უწევს არქივში დაცული დოკუმენტების შენახვის პირობებს და ახდენს მათ ოპტიმიზაციას საჭიროების შემთხვევაში. დადგენილი წესით, აქვეყნებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს, საცნობარო-საინფორმაციო ლიტერატურას ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების შემადგენლობისა და შინაარსის შესახებ;
ხელმძღვანელობს და სახელმწიფო კონტროლს უწევს დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და დოკუმენტების მომზადებას ეროვნულ არქივში ჩასაბარებლად;
სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ატარებს არქივმცოდნეობის, დოკუმენტმცოდნეობის, არქეოგრაფიისა და მომიჯნავე საისტორიო დისციპლინების დარგში, შეიმუშავებს მეთოდიკურ სახელმძღვანელოებს, აგროვებს, აანალიზებს და ავრცელებს სამეცნიერო-ტექნიკურ ინფორმაციას არქივმცოდნეობისა და დოკუმენტმცოდნეობის დარგში.
კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს და ავითარებს საერთაშორისო კავშირებს საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, მონაწილეობს პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ვებ-გვერდზე მითითებული არ ყოფილა საქართველოს ეროვნული არქივის სამიზნე აუდიტორია,  ჩვენ ეროვნულ არქივს სოციალური ქსელის “ფეისბუქის” მეშვეობით დავუკავშირდით , სამიზნე აუდიტორიად ისინი  ნებისმიერ მოქალაქს  მიიჩნევენ, რომელსაც სჭირდება ეროვნული არქივის მომსახურებით სარგებლობა ან სჭირდება სხვადასხვა ტიპის ცნობა. ასევე,მათი სამიზნე აუდიტორიაა მეცნიერები, უცხოელი და ქართველი მკვლევარები და   სტუდენტები ან უბრალოდ, რომელიმე კონკრეტული საკითხით დაინტერესებული პირები.
საქართველოს ეროვნული არქივის  სტრუქტურა და დაცული ობიექტები
ეროვნულ არქივში დაცულია წერილობითი დოკუმენტები, ფოტოები, კინო და ფონოდოკუმენტები. ეროვნულ არქივში გაერთიანებულია საისტორიო ცენტრალური არქივი, ლიტერატურისა და ხელოვნების არქივი, კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი , ქუთაისის ცენტრალური არქივი და  ადგილობრივი არქივები.
საისტორიო ცენტრალური არქივი აერთიანებს ძველ საბუთთა  და საერთო ფონდების განყოფილებას.
ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცულია უნიკალური მასალა. ყველაზე ადრეული საბუთი დათარიღებულია 1029-1033 წლებით. განყოფილებაში ქართული ისტორიული საბუთების 4 კოლექციაა.  დოკუმენტებში ასახულია, საქართველოს ფეოდალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების, მიწათმფლობელობის და ცალკეულ წოდებათა ურთიერთდამოკიდებულების საკითხები, სათავადოების ისტორია, სასამართლო ორგანიზაცია, ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან, საგლეხო ბეგარა-გადასახდები, საბაჟო სისტემის, ეკლესიის მდგომარეობის და სხვა  საკითხები. ქართული ძველი საბუთების დედნებში  11 000-მდე დოკუმენტია.
უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი მოიცავს სამეცნიერო-ტექნიკურ და ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას.  
უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის სამეცნიერო-ტექნიკურ განყოფილებაში დაცულია __ მმართველობითი, საპროექტო, საკონსტრუქტორო, კვლევითი, ტექნოლოგიური და საპატენტო ხასიათის დოკუმენტები.  განყოფილებაში დაცულია 133 553 შესანახი ერთეული, მათგან 95 952 - ტექნიკური. ჩამოთვლილთაგან ვებ-გვერდზე  ნიმუშები არ არის განთავსებული.
ლიტერატურისა და ხელოვნების არქივში დაცულია შემოქმედებითი კავშირების, საზოგადოებების, გამომცემლობების, რედაქციების, სასწავლებლების მასალები. ასევე, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწეთა პირადი ფონდები. რქივში დღეისათვის 1780-2006 წლების 321 ფონდის 131 851 საქმე ინახება.
კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი კინო, ფონო და ფოტო განყოფილებას აერთიანებს.
კინო არქივში დაცული პირველი დოკუმენტური კინოსიუჟეტი,  1909 წლით თარიღდება.
ფონო არქივში დაცულია უნიკალური ხმის ჩანაწერები. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის გრამფირფიტები; ქართული, ხალხური მუსიკის ფონოჩანაწერები; ლიტერატურულ-დრამატული ჩანაწერები; გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა ხმის ჩანაწერები.
ფოტო არქივში დაცული ყველაზე ძველი ფოტო 1858 წლით თარიღდება. არქივში ძირითადად, თავმოყრილია: ალექსანდრე როინიშვილის, კ. ზანისის, ნ. საღარაძის, ე. კლარის, დიმიტრი ერმაკოვისა და სხვათა ნამუშევრები.
საქართველოს კანონში ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივების შესახებ ვკითხულობთ:
  ეროვნული საარქივო ფონდი შეივსება იმ დოკუმენტებით, რომლებიც:
·   შეიქმნა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში;

·   გადაეცა სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეობის საფუძველზე;

·   გადასულია სახელმწიფო საკუთრებაში ჩუქების, ანდერძით გადაცემის, ნასყიდობის ან სხვა კანონიერ საფუძველზე;

·   შეიქმნა პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობის პროცესში;

·   შეიქმნა კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში, განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა;

·   ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაა.

რა ობიექტებია დაცული?
ფოტო გალერეაში გამოქვეყნებულია დიმიტრი ერმაკოვისა და სხვა ფოტოგრაფების გადაღებული ფოტოები, (დაახლოვებით 90 ფოტო).
კინოგალერეაში ძველი ისტორიული მნიშვნელობის მქონე ვიდეოფირებია განთავსებული. ( 14 ვიდეოფირიდან ყველაზე ძველი 1910 წლით თარიღდება).
 ვრცელი სახითაა წარმოდგენილი ფონო გალერეა, ამ განყოფილებაში გამოქვეყნებულია ქართველი პოეტების, მწერლების, მეცნიერების ,მომღერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ხმების ჩანაწერები, (დაახლოვებით 35 ფონო ჩანაწერი).
ფონდებში განთავსებულია ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის ფონდები:  ფონდი 1-დან 2102-მდე. ( ბმულზე ფონდების შესახებ  ინფორმაცია არ იყო მითითებული).
სამართლებრივი ძეგლების განყოფილება მოიცავს ძველი დროის სასამართლებში განხილული  საქმეების მოკლე ანოტაციას და მათზე გამოტანილი განაჩენების შესახებ ინფორმაციას.
ჩატარებული  გამოფენების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ საიტზე გაეცნოთ . მაგალითად: ერეკლე მეორის დროინდელი საბუთების გამოფენას, ქართული კინოს ასი წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას და ა.შ.  ინფორმაციას თან ახლავს გამოფენების ამსახველი ფოტოები.
პუბლიკაციების განყოფილებაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ ბუკლეტი ეროვნული არქივის შესახებ და საქართველოს ეროვნული არქივის 2009 წლის მუშაობის ანგარიში.

                                                 საძიებო საშუალებები
ეროვნული არქივის ვებ-გვერდს აქვს  საძიებო ღილაკი. შესაძლებელია ჩვენთვის საინტერესო მასალების მოძიება თემატურად, ვებ-გვერდის მთავარ გვერდზეა სიახლეების არქივი.
საქართველოს ეროვნულ არქივზე ინფორმაცია სოციალურ ქსელებშიც ხელმისაწვდომი. (საქართველოს ერვნული არქივი დარეგისტრირებულია სოციალურ ქსელ ფეისბუქზე).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული მასალების საზოგადოებისათვის უკეთ გასაცნობად ყოველკვირეულად ვებ-გვერდზე აქვეყნებს ეროვნული არქივის ერთი ფონდის მიმოხილვას.
არქივის ისტორიასთან ერთად შესაძლებელია გაეცნოთ ,  არქივის  სტრუქტურას, კანონმდებლობას არქივებისა და საარქივო ფონდების შესახებ, საქართველოს ეროვნული არქივის ფუნქციებს.
ვებ-გვერდის მეშვეობით შეიძლება ინფორმაციის მოპოვება  საერთაშორისო ურთიერთობებზე.   საქართველოს ეროვნული არქივი საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურებს გამოცდილების გაზიარებისთვის მიმართავს.
ეროვნული არქივის საიტზეა საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გამოქვეყნებული განცხადებების, ვაკანსიებისა და ტენდერების შესახებ ინფორმაცია.
მომსახურება _ ეროვნული არქივი მომხმარებელს სთავზობს  სხვადასხვა სახის მომსახურებას. არქივი გასცემს სოციალურ-უფლებრივი სახიათის ცნობებს. დოკუმენტების გასაცნობად მოქალაქეებს სთავაზობენ  :
·  სამკითხველო დარბაზებში დოკუმენტების გაცნობას;

·  დოკუმენტების ქსეროასლების დამზადებსა და ციფრულ ფორმატზე გადატანას;

·  დოკუმენტების შესახებ საინფორმაციო ცნობისა და ანალიტიკური მიმოხილვის მომზადებას;

·  ფოტოდოკუმენტის ნეგატივიდან ანაბეჭდის დამზადებას;

·  კინოდოკუმენტების ეკრანზე ჩვენებასა და ციფრულ ფორმატზე გადატანას;

·  ფონოდოკუმენტის მოსმენას და ციფრულ ფორმატზე გადატანას.

·  ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში თემატური გამოფენებისა და ექსპოზიციების დათვალიერებას;

·  მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული დოკუმენტების რესტავრაცია-კონსერვაციას;

·  მოქალაქეთა პირადი ფონდების დამუშავებასა და შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარებას;

·  დაწესებულებათა დოკუმენტების დამუშავებასა და შემფასებელი ექსპეტიზის ჩატარებას;

·  „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების“ საკვალიფიკაციო სემინარებში მონაწილეობას

საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება:  რგანიზებას  უწევს ეროვნული არქივის ხელმძღვანელი პირებისა და თანამშრომელთა პრესკონფერენციებსა და ბრიფინგებს ;  აწყობს მიმდინარე და დასრულებული პროექტების პრეზენტაციას, ამზადებს ინფორმაციასა და პრესრელიზებს ეროვნული რქივის საქმიანობის შესახებ;  მუშაობს ვებ-გვერდის განახლებაზე.ოპერატიულ დახმარებას უწევს ჟურნალისტებს  ინფორმაციის ან ოფიციალური პრის კომენტარის მოსაპოვებლად.


ცენტრალური არქივის ხელმძღვანელობა   მოქალაქეს ეროვნული საარქივო ფონდით სარგებლობის ნებართვას აძლევს ერთი წლის ვადით. მკვლევარს უფლება აქვს  გადაიღოს მისთვის საინტერესო დოკუმენტის ასლი.
ეროვნული არქივის  ლაბორატორიაში ხდება, საარქივო საქმეების, უძველესი ხელნაწერი დოკუმენტებისა და უნიკალური წიგნების (როგორც ქაღალდსაფუძვლიანი, ისე ეტრატზე შესრულებული), უნიკალური ფოტოებისა და ფოტოალბომების,   სინათლისადმი მგრძნობიარე მასალაზე შესრულებული დოკუმენტების (აფიშები, ნახაზები, პრესა) რესტავრაცია-კონსერვაცია.   რამდენიმე წელია ლაბორატორიაში დაიწყო ფერწერული ნამუშევრების რესტავრაცია-კონსერვაცია.
მიმდინარეობს დოკუმენტების ციფრულ მატარებლებზე გადატანა, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მკვლევარებისთვის.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში 2010 წლის 6 თვეში სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 12606 ფურცელს, 723 ყდას, 1073 ფოტოპოზიტივსა და 31 ტექნიკურ ნახაზს. ლაბორატორიაში 2011 წელს  ჩატარებული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.
ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებთან დაშვება თავისუფალია (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა). კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევები ითვალისწინებს საიდუმლო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას რომელსაც საქართველოს კანონის “ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ” მეოთხე მუხლშია ასახული; აგრეთვე 23-ე  მუხლით გთვალისწინებულ შეზღუდვას _ კერძო პირის მფლობელობაში არსებული დოკუმენტაციის გავრცელების აკრძალვას საქართველოს ეროვნული არქივისთვის  მაქსიმუმ 75 წლის ვადით მისი შექმნიდან. შეზღუდვა ეხება აგრეთვე კერძო პირის მფლობელობაში არსებული დოკუმენტის გასხვისებას ან მის დეპოზიტური შენახვისთვის გადაცემას.
2009 წელს ეროვნული არქივის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიური მუშაობის ანგარიშში ვკითხულობთ __www.archives.gov.ge  ინტერნეტის მომხმარებლებს  დეტალურ ინფორმაციას აწვდის ეროვნული არქივის საქმიანობის, ფუნქციების, ისტორიის, მომსახურების შესახებ. ვებ-გვერდის მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ დასვან კითხვები ეროვნული არქივის საქმიანობასთან დაკავშირებით და ოპერატიულად მიიღონ პასუხი.”   ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ ეროვნული არქივის ელ. ფოსტაზე გადავაგზავნეთ კითხვები, რომლებიც კვლევის დეტალების დასაზუსტებლად იყო საჭირო, მაგრამ   კითხვებზე  პასუხი არ მიგვიღია.
კითხვა-პასუხის ღილაკით შეიძლება კითხვების გაგზავნა ელექტრონულად ვებ_ გვერდის  ადმინისტრაციისათვის . საიტზე მითითებულია   ცხელი ხაზი  ნომერი, ვებ-გვერდს აქვს სიახლეების გამოწერის ღილაკი სადაც ელ. ფოსტისა და სახელის მითითების შემთხვევაში ინსტიტუციაზე უახლეს ინფორმაციას აწვდიან მომხმარებელს.
საიტზე განთავსებულია საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს სამინისტროებისა და სხვა ინსტიტუციების ბმულები.
საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულია საქართველოს ეროვნული არქივის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტა.
ვებ-გვერდზე აგრეთვე განთავსებულია არქივების საერთაშორისო საბჭოს, იუნესკოს არქივის პორტალის, ICA-ს ევროპული წარმომადგენლობის პორტალის, ღია საზოგადოების არქივის, მსოფლიო  ელექტრონული  ბიბლიოთეკის, ევროპის     ელექტრონული  ბიბლიოთეკისა  და  კინოარქივების საერთაშორისო    ფედერაციის  ვებ-გვერდების ბმულები.
სამეცნიერო საცნობარო ბიბლიოთეკის შესახებ, აგრეთვე მკვლევართა დარბაზით სარგებლობის ტარიფების შესახებ ინფორმაცია ბმულის მითითების მიუხედავად, ვებ –გვერდზე არ მოიძებნა.
ვებ-გვერდი ორენოვანია და გამოქვეყნებულ მასალებს გაცნობა ქართულ და ინგლისურ ენებზეა შესაძლებელი.
ვებ-გვერდზე  მითითებულია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების (აღსრულების ეროვნული ბიურო, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო და ა.შ.) ბმულები.
საქართველოს  ეროვნული არქივის სტრატეგია
       საქართველოს ეროვნული არქივის 2009 წლის ანგარიშში ვკითხულობთ: “2009 წლის თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის ფოტოგანყოფილებამ დაიწყო მუშაობა იუნესკოს პროექტზე, რომლის მიზანი საქართველოს ფოტომემკვიდრეობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობაა.  პროექტის ფარგლებში შეიქმნა უნიკალური ფოტოების ციფრული ვერსიები. ეროვნული არქივის ვებგვერდის საშუალებით არქივში დაცული უნიკალური ფოტო მასალა ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი პიროვნებისთვის მთელს მსოფლიოში. დღეისათვის კომპიუტერში შეტანილია ინფორმაცია 10 000 შესანახი ერთეული ფოტოდოკუმენტის შესახებ და დასკანერდა ამდენივე ფოტოდოკუმენტი.
თუმცა, ვებ გვერდის ფოტოგალერეაში მხოლოდ 90 ფოტოა განთავსებული.
ჩვენს კითხვაზე თუ რამდენი ფოტოა ეროვნულ არქივში დაცული და მათი რა ნაწილია ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ მოგვწერა: "არქივში დაცულია 274 625 ფოტო, 15 000-მდე ფოტოა გადატანილი ციფრულ მატარებლებზე. თითქმის მზადაა ელექტრონული ფოტოსაძიებო კატალოგი, რომელიც განთავსდება ეროვნული არქივის ვებ გვერდზე."
20011 წლის 12 აპრილს ეროვნული არქივის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ  რესტავრაცია ჩაუტარდა 7000-მდე ფურცელს, 616 ფოტოპოზიტივს, 53 ტექნიკურ ნახაზს და სხვ. ცნობილი ფოტოგრაფის ნიკოლოზ საღაძის ფოტოალბომს 616 ფოტო იქნა რესტავრირებული თუმცა ჩატარებული სამუშაოების  საზოგადოებისთვის  გაცნობის მიზნით  მხოლოდ ინფორმაცია გამოქვეყნდა და ჩამოთვლილთაგან არცერთი ნიმუში არ განთავსებულა ვებ-გვერდზე.
საქართველოს ეროვნული არქივის მიზნებისა და სტრატეგიის კეთილშობილური მიზნების მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ არქივის საიტი  დღეს არსებულ მოთხოვნებსა და ამოცანებს სრულფასოვნად ვერ პასუხობს. ძნელი სათქმელია  ამ ტენდენციის შენარჩუნებითა და მასში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის გარეშე, ეროვნული არქივი როგორ შეძლებს მის წინაშე დასახული ესოდენ დიდი ამოცანებისათვის თავის გართმევას.

რეკომენდაციები
ქუთაისისა და ადგილობრივი არქივების შემთხვევაში მხოლოდ მისამართები, დირექტორების ვინაობა და ტელეფონის ნომრებია მითითებული, რაც  არასაკმარისია უწყებაზე ინფორმაციის მისაღებად. უმჯობესი იქნებოდა  ადგილობრივი არქივების ვებ-გვერდების ბმულები ყოფილიყო მითითებული ან მცირე ანოტაცია ჰქონოდა დართული არქივების ჩამონათვალს, მათში დაცული ობიექტების შესახებ. დღევანდელი მდგომარეობით ადგილობრივი არქივების მისამართის მითითება დაინტერესებული პირისთვის, რომელიც ინტერნეტით ამჯობნებს ინფორმაციის მოძიებას არაფრისმომცემია.
შეგროვებული ობიექტები სრულად შეესაბამება ინსტიტუციის მიზნებს თუმცა , ელექტრონულ ფორმატში გადაყვანილი ობიექტების ძალზე მცირე ნაწილია ვებ- გვერდზე განთავსებული, ადმინისტრაციასთან მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე  დაკავშირების ყველა მცდელობა ამაოა, მიუხედავად იმისა,  საიტზე შეგიძლიათ ნახოთ  მოქალაქეების მიერ დასმული კითხვები და მათზე გაცემული პასუხები.
ობიექტებზე წვდომის მექანიზმები თანამედროვეობის მოთხოვნებს არ შეესაბამება და არაადეკვატურია. მასალა მეტად სისტემატიზირებული უნდა იყოს. მაგალითად: ქართული შრიფტით აკაკი წერეთელზე ინფორმაციის მოძიებისას მხოლოდ ორი დოკუმენტი იპოვა სადაც აკაკი წერეთელი იყო მოხსენიებული, მაშინ როცა ფონო და კინოარქივში არსებობს არაერთი ობიექტი, რომელიც ამ პიროვნებას უკავშირდება. სახელისა და გვარის მითითებისას აგრეთვე იპოვა დოკუმენტები იმ ადამიანების სახელებით ან გვარებით, რომელიც ჩვენთვის საინტერესო პიროვნების სახელს ან გვარს ემთხვეოდა. ლათინური შრიფტით ზემოთხსენებული სახელის და გვარის მოძიებისას კი, მხოლოდ აკადემიკოს აკაკი შანიძეზე განთავსებული ინფორმაცია იპოვა. საიტზე მოძიებულ ინფორმაციაში საძიებო სიტყვა არ ინიშნება, ამით რთულდება ინფორმაციის მოკლე დროში მიღება.
არქივის ვებ-გვერდი სამიზნე აუდიტორიის ყველა სეგმენტის ინტერესებს ვერ აკმაყოფილებს.  არქივის ობიექტების კვლევისთვის  ვებ-გვერდზე საკმარის ინფორმაცია არ არის განთავსებული. საჭიროა, ინსტიტუციაში სპეციალური  ერთწლიანი საშვის აღება და სხვა მრავალი ბიურკრატიული დაბრკოლების გავლა, შესაბამისად  რთულდება ინფორმაციის მიღება. ეს სისტემის მოუქნელობაზე მეტყველებს. ვებ-გვერდზე მცირე კვლევისთვის აუცილებელი მასალა შესაძლებელია ხელმისაწვდომი იყოს, ფოტო  და ვიდეო არქივი უფრო მრავალფეროვანი და ხარისხიანი ობიექტებით  უნდა დაკომპლექტდეს,  რომ მომხმარებლის მოთხოვნები მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს.